სლოვაკეთის მოქალაქეებმა უკრაინისთვის ჭურვების შესაძენად, 3 მილიონ ევროზე მეტი უკვე შეაგროვეს.
შვიდ დღეში 3 071 405 ევრო შეგროვდა, შემოწირულობა თითქმის 50 ათასმა ადამიანმა გაიღო.
როგორც ცნობილია, ჩეხეთის მთავრობამ ახლახან წამოიწყო გლობალური ინიციატივა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად.
სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობამ და პრემიერ-მინისტრმა ფიცომ, რომელიც პრორუსული პოზიციით გამოირჩევა, უარი თქვა ამ ინიციატივაში ჩართვაზე.