პირველი მცურავი მზის ელექტროსადგური ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ აძლიერებს USAID-ის მიერ განახლებად ენერგიის მიმართულებით განხორციელებული ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკას და მოსახლეობას. შესაბამის ინფორმაციას აშშ-ის განვითარების სააგენტო (USAID) ავრცელებს.
„დედამიწის დღის აღსანიშნავად, USAID-ის მხარდაჭერით შექმნილ, საქართველოში პირველ მცურავ მზის ელექტროსადგურს ვესტუმრეთ. სადგური, რომელიც შპს Agro-Impex-ის მიერ USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ამოქმედდა, საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მზის ელექტროსადგური გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერაში მდებარეობს.
იგი მიმდებარე ხეხილის ბაღების მოსარწყავად ყოველწლიურად დაახლოებით 300 000 კვტ/სთ ენერგიას გამოიმუშავებს და შესაბამისად, შეამცირებს როგორც ბიზნეს ხარჯებს, ასევე სათბურის აირების გამოყოფას. ეს ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ აძლიერებს USAID-ის მიერ განახლებად ენერგიის მიმართულებით განხორციელებული ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკას და მოსახლეობას,“ წერს USAID/საქართველოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.