სუნაკმა პოლონეთში ვიზიტის დროს, უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა

გაერთიანებული სამეფო უკრაინას უგზავნის 500 მილიონი ფუნტის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს, რომელიც მოიცავს 160 Husky-ს ტიპის ჯავშანმანქანას, 162 სხვა ტიპის ჯავშანმანქანას, 78 ყველგანმავალ მანქანას, 60 ნავსა და კატერს, 1 600 თავდასხმისა და საჰაერო თავდაცვის რაკეტებს, მათ შორი,ს Storm Shadow-ს ტიპის ფრთოსანი რაკეტების ახალ პარტიას, დაახლოებით, ოთხ მილიონ ვაზნას. აღნიშნული პაკეტი ბრიტანეთის მიერ უკრაინისთვის წელს აღმოჩენილ სამხედრო დახმარებას 3 მილიარდ ფუნტამდე გაზრდის.


ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა სამშაბათს, ვარშავაში, NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სუნაკმა აღნიშნა, რომ პუტინს სურს, დააბრუნოს დასავლეთი სამყაროში, სადაც უხეში ძალა და არა თავისუფალი ხალხების დემოკრატიული ნება აყალიბებს საზღვრებს და გადაწყვეტს მომავალს. მან ხაზი გაუსვა, რომ თუ რუსი დიქტატორი გაიმარჯვებს უკრაინაში, ის არ გაჩერდება და გათამამდება.