მეთიუ ბრაიზა: დიპლომატების წერილი ნამდვილად მოუწოდებს ხელისუფლებას და ოპოზიციას, გამოიყენონ შესაძლებლობა, რომელსაც ელჩი დანიელსონი მისცემს ბიძგს

„ჩვენი წერილი ნამდვილად მოუწოდებს ხელისუფლებას და ოპოზიციას, გამოიყენონ შესაძლებლობა, რომელსაც ელჩი დანიელსონი მისცემს ბიძგს“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილმა თანამშემწემ მეთიუ ბრაიზამ Europetime-ს განუცხადა, რითაც უცხოელი დიპლომატების ღია წერილს გამოეხმაურა. ამ წერილს თავად ბრაიზაც აწერს ხელს.

„ჩვენი წერილი ნამდვილად მოუწოდებს ხელისუფლებას და ოპოზიციას, გამოიყენონ შესაძლებლობა, რომელსაც ელჩი დანიელსონი მისცემს ბიძგს (წერილის წერისას ჩვენ არ ვიცოდით, რომ დანიელსონი ევროკავშირის მედიატორი იქნებოდა). ძალიან კარგია, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მედიატორი დანიშნა. ჩვენი წერილი ნამდვილად მოუწოდებს ხელისუფლებას და ოპოზიციას, გამოიყენონ შესაძლებლობა, რომელსაც ელჩი კრისტიან დანიელსონი მისცემს ბიძგს.

მე ვმუშაობდი კრისტიან დანიელსონთან ერთად 2007-2008 წლებში, როდესაც ის ხელმძღვანელობდა ევროკომისიის განყოფილებას, რომელიც კურირებდა ევროკავშირთან თურქეთის ურთიერთობების პროცესს. ის ძალიან ჭკვიანი, სტრატეგიულად მოაზროვნე, სამართლიანი. მასთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნოა, ის შესანიშანვი მედიატორი იქნება“, - განუცხადა ბრაიზამ Europetime-ს.

საქართველოს მეგობრები, სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენლები, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის შესახებ ღია წერილს აქვეყნებენ. ისინი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, იზრუნოს არსებული კრიზისიდან გამოსვლის კონსტრუქციული გზების შეთავაზებაზე. მათ შორის, გადადგას პირველი ნაბიჯი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლებით.