ენტონი ბლინკენი ჩინეთში ჩავიდა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შანხაიში ჩინელ ბიზნეს ლიდერებს შეხვდება, ხოლო პარასკევს პეკინში გაემგზავრება და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვან იისთან მოლაპარაკებებს გამართვას.
სავარაუდოდ, ენტონი ბლინკენი ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინსაც შეხვდება.
გავრცელებული ინფორმაციით, სხვა საკითხებთან ერთად, ენტონი ბლინკენი ჩინელ ოფიციალურ პირებთან იმის შესახებაც ისაუბრებს, თუ როგორ ეხმარებიან ჩინური კომპანიები რუსეთს თავდაცვის ინდუსტრიის განვითარებაში.