აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონპროექტს უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის 96 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების აღმოჩენის შესახებ. უკრაინის დახმარებისთვის განკუთვნილია 61 მილიარდი დოლარი.
კანონპროექტის ხელმოწერის შემდეგ ბაიდენმა ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ უკრაინას დახმარება უკვე რამდენიმე საათში გაეგზავნება.
პაკეტი, რომელიც უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარებას ითვალისწინებს, კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მრავალთვიანი დავის შემდეგ, 20 აპრილს მიიღო. სენატმა ის 23 აპრილს მიიღო.