ერევანი მზადაა, ბაქოდან ბუნებრივი აირის შესყიდვის საკითხი განიხილოს

ერევანი მზადაა, აზერბაიჯანიდან გაზის შესყიდვის საკითხი განიხილოს. შესაბამისი განცხადება სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა გააკეთა. მის კომენტარს აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

დადებითად მიმაჩნია, თუ სომხეთი აზერბაიჯანიდან გაზს იყიდის, ამიტომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ ამ საკითხზე. ახლაც, გაზის ნაწილი, რომელსაც რუსეთის ფედერაციიდან ვყიდულობთ, არის აზერბაიჯანული," - განაცხადა სიმონიანმა.


სომხეთს შეუძლია, კვლავ შეიძინოს ბუნებრივი აირი აზერბაიჯანიდან, პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტის შემდეგ. ამის შესახებ სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ჰაკოპ ვარდანიანმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“, გასული წლის ოქტომბერში განაცხადა.