ლიეტუვის სეიმმა (პარლამენტმა) რუსეთის და ბელორუსის მოქალაქეების შესვლისა და ყოფნის შეზღუდვები ერთი წლით გაახანგრძლივა. საკანონმდებლო კრების პლენარულ სხდომაზე შეზღუდვებს მხარი 109-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი ორი იყო, რვა პარლამენტარმა კი, თავი შეიკავა.
სიახლეა რუსეთის ფედერაციიდან და ბელორუსიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და საკვების ლიეტუვაში იმპორტის აკრძალვა. მთავრობას კონკრეტული სიის წარდგენა დაევალა. სეიმმა რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეების მიმართ ერთი წლით - 2025 წლის მაისამდე ინდივიდუალური შეზღუდვები გაახანგრძლივა.
ეროვნული სანქციების შესახებ განახლებული კანონი ძალაში იქნება 2025 წლის 2 მაისამდე. კანონპროექტს ჯერ კიდევ უნდა მოაწეროს ხელი პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ. მიგრაციის დეპარტამენტის მონაცემები აჩვენებს, რომ ბელორუსის 62,884 მოქალაქეს და რუსეთის 15,678 მოქალაქეს ამჟამად ლიეტუვაში ბინადრობის ნებართვა აქვს.