El Pais: ესპანეთი უკრაინას Patriot-ის რაკეტებს გაუგზავნის

ესპანურ გაზეთი El Pais-ის ინფორმაციით, ქვეყანა უკრაინაში მცირე რაოდენობის Patriot-ის რაკეტებს გაგზავნის. ესპანეთს Patriot-ის სისტემის სამი ბატარეა აქვს, რომელიც გერმანიისგან 2004 და 2014 წლებში შეიძინა.


ესპანურმა დიპლომატიურმა წყარომ განაცხადა, რომ ქვეყანამ უკრაინის მიმართ ვალდებულება უნდა გაზარდოს

აპრილის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტმა NATO-ს წევრ სახელმწიფოებს განუცხადა, რომ უკრაინას, სულ მცირე, შვიდი Patriot-ის ან სხვა მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემა სჭირდება, რათა რუსეთის საჰაერო იერიშები მოიგერიოს.