სომხეთში პროტესტის მონაწილეებმა ავტომაგისტრალები გადაკეტეს

სომხეთის არარატის პროვინციაში, სოფელ ტიგრანაშენის მონაკვეთზე ერევანი-მეღრის საავტომობილო გზა გადაკეტილია. ასევე გადაკეტილია ერევანი-სევანის გზა გეღარქუნიკის გუბერნიის ქალაქ მარტუნის მონაკვეთზე.


სომხური მედიის ცნობით, ადგილობრივი მოსახლეობა მხარდაჭერას უცხადებს თანამემამულეებს, რომლებიც აპროტესტებენ „სომხეთის ცალმხრივ დათმობებს აზერბაიჯანთან“.


ოპოზიციონერი დეპუტატები არტურ სარქისიანი და აღვან ვარდანიანი ასევე იმ ადამიანებთან ერთად არიან, რომლებმაც ერევანი-მეგრის საავტომობილო გზა გადაკეტეს, ხოლო ოპოზიციონერი დეპუტატები არმან ღაზარიანი და მჰერ საჰაკიანი მათთან ერთად არიან, ვინც ერევანი-სევანის მაგისტრალი გადაკეტეს. მანამდე მოსახლეობამ ტავუშში აქციის მონაწილე თანამემამულეების მხარდასაჭერად შირაქის პროვინციაში, სოფელ ჰორომის კვეთაზე ერევანი-გიუმრის საავტომობილო გზა გადაკეტა.