ესტონეთმა უკრაინას ორი საპატრულო კატარღა გადასცა.
ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ასეთი დახმარება ხელს უწყობს უკრაინას, უზრუნველყოს სასიცოცხლო მნიშვნელობის საზღვაო ხაზები და დაიცვას თავისი ტერიტორიული წყლები.
ესტონეთმა სამწლიანი სტრატეგიული გეგმა მოამზადა დასავლეთის ქვეყნებისთვის, რათა უკრაინას ომის მოგებაში დაეხმაროს. ესტონეთი ოთხი წლის განმავლობაში უკრაინას მშპ-ს 0,25%-ის ოდენობით დახმარებას დაჰპირდა. მთლიანობაში, ტალინი უკრაინას 1,2 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარებას გაუწევს 2027 წლამდე.