სლოვაკეთის მოქალაქეებმა უკრაინისთვის ჭურვების შესაძენად, 12 დღეში 3,9 მილიონი ევრო (4 მილიონი აშშ დოლარი) შეაგროვეს მას შემდეგ, რაც სლოვაკეთის მთავრობამ ჩეხეთის ინიციატივაში ჩართვაზე უარი განაცხადა.
„სლოვაკეთში ბევრს რცხვენია ხელისუფლების რუსული ორიენტაციის და ეს არის მიზეზი, რის გამოც ხალხს შეაქვს წვლილი,“ (უკრაინის დახმარებაში, რედ) - განაცხადა ზუზანა იზსაკოვამ, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა. ორგანიზატორების თქმით, ინიციატივაში წვლილი 60 000-ზე მეტმა სლოვაკმა შეიტანა.
როგორც ცნობილია, ჩეხეთის მთავრობამ ახლახან წამოიწყო გლობალური ინიციატივა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად.
სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობამ და პრემიერ-მინისტრმა ფიცომ, რომელიც პრორუსული პოზიციით გამოირჩევა, უარი თქვა ამ ინიციატივაში ჩართვაზე.