იაპონია შეუერთდა საერთაშორისო კოალიციას, რომელიც უკრაინელი ბავშვების დაბრუნებისთვის შეიქმნა. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა განაცხადა.
„ჩვენ მადლობელნი ვართ იაპონიის, რომ შეუერთდა საერთაშორისო კოალიციას უკრაინელი ბავშვების დაბრუნებისთვის. ამრიგად, კოალიციაში შედის G7-ის ყველა ქვეყანა და მთლიანობაში 36 სახელმწიფო," - ნათქვამია განცხადებაში.
11 აპრილს უკრაინამ რუსეთის მიერ უკანონოდ დეპორტირებული და იძულებით გადაადგილებული ბავშვების დასაბრუნებლად, საერთაშორისო კოალიციის შეხვედრაზე კონკრეტული ზომები წარადგინა.
უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა, დიმიტრი ლუბენეცმა განაცხადა, რომ საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ უკრაინაში დაბრუნდა 517 ბავშვი და 2,828 ზრდასრული.