სი ძინპინი საფრანგეთს, სერბეთსა და უნგრეთს ეწვევა

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი 5-10 მაისს საფრანგეთს, სერბეთსა და უნგრეთს ეწვევა. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა.

Reuters-ის ცნობით, პეკინი „მიზნად ისახავს ევროკავშირთან კავშირების გაღრმავებას.“


„საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტემანუელ მაკრონის, სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ვუჩიჩის და უნგრეთის პრეზიდენტის ტამაშ სულიოკის, ასევე - პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მიწვევით ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი სახელმწიფო ვიზიტებით ეწვევა საფრანგეთს, სერბეთსა და უნგრეთს - 5-დან 10 მაისამდე,“ - განაცხადა ორშაბათს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.


მისივე თქმით, დროა, რომ „ჩინეთსა და საფრანგეთს შორის სრული სტრატეგიული პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადავიდეს და ჩინეთისა და ევროკავშირის ურთიერთობების ჯანსაღ განვითარებას ახალი ბიძგი მიეცეს, რათა მსოფლიო მშვიდობაში, სტაბილურობაში, განვითარებასა და პროგრესში ახალი წვლილი შეიტანონ."


ჩინეთის საგარეო უწყების პრესსპიკერის თქმით, უნგრეთი „ჩინეთის მნიშვნელოვანი პარტნიორია „ერთი სარტყელი ერთი გზის“ ინიციატივის ხელშეწყობისა და ჩინეთისა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თანამშრომლობის კუთხით.“