ოფიციალური კრემლი უარყოფს ინფორმაციას, რომ რუსული სადაზვერვო სამსახურები Covid19-ის ვაქცინის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს.
Reuters-ის ინფორმაციით, კრემლის სპესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი არასოდეს მონაწილეობდა ვაქცინების საწინააღმდეგო კამპანიაში და არც მომავალში აპირებს.
,,ჩვენ ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდით ვაქცინებთან დაკავშირებული საკითხების პოლიტიზირებას. რუსეთი არასდროს მონაწილეობდა და არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს სხვა ვაქცინების საწინააღმდეგო კამპანიებში", - განაცხადა პესკოვმა.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, რუსეთის სადაზვერვო სამსახურებისგან მხარდაჭერილი ონლაინგამოცემები Covid19-ის ვაქცინებზე დეზინფორმაციას ავრცელებენ.