ზელენსკი: აშშ-ის დახმარების პაკეტი უკვე უკრაინაშია

შეიარაღება, რომელიც შედის ახლახან დამტკიცებულ აშშ-ის თავდაცვის დახმარების პაკეტში, უკვე მიეწოდება უკრაინას. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომელიც NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად კიევში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.


„უკვე დაიწყო პაკეტის ჩამოსვლა, მაგრამ დეტალებზე არ ვისაუბრებ. სამწუხაროდ, ეს ჯერ კიდევ არ არის საკმარისი ჩვენი ჯარის შესავსებად და ბრიგადების შესაბამისი რაოდენობის აღჭურვისთვის," - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა უსაფრთხოების შეთანხმებების ხელმოწერის მნიშვნელობაზე.

ოსტინმა უკრაინისთვის $1 მილიარდის სამხედრო დახმარების შესახებ 26 აპრილს გამოაცხადა.