ოსტინმა უკრაინისთვის $1 მილიარდის სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის 21-ე შეხვედრის დასაწყისში განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას კიდევ 1 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს. პაკეტი მოიცავს HIMARS-ის რაკეტებს, ჭურვებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა იარაღს.


„მოხარული ვარ განვაცხადო, რომ შეერთებული შტატები პრეზიდენტის უფლებამოსილებით (PDA) გამოყოფს კიდევ 1 მილიარდ დოლარს, რომელიც მოიცავს დამატებით საბრძოლო მასალას HIMARS-ისთვის, 155 მმ-იანი ჭურვებს, საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობასა და ჯავშანტექნიკას," - აღნიშნა ოსტინმა.


მან ხაზ გაუსვა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, მსოფლიოს 50-მდე ქვეყანამ უკრაინას მიაწოდა 70-ზე მეტი საშუალო და გრძელვადიანი საჰაერო თავდაცვის სისტემა. დაახლოებით ათასი რაკეტა, 3 000 ერთეული ჯავშანტექნიკა, მათ შორის 800-ზე მეტი ძირითადი საბრძოლო ტანკი. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ასევე მიიღეს ათიათასობით ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა. წელს უკრაინაში F-16-ის ტიპის თვითმფრინავების ესკადრილიას ელოდებიან.


შეგახსენებთ, მრავალთვიანი დისკუსიების შემდეგ, 20 აპრილს. აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ - წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 60,8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს.


კანონპროექტს მხარი წარმომადგენელთა პალატის 311 წევრმა დაუჭრა, 112 წინააღმდეგი იყო. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის „გამარჯვების შანსს“ ხედავს მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვისთვის. სემატმა ეს პაკეტი 23 აპრილს მიიღო, 24 აპრილს კი, მას ჯო ბაიდენმა მოაწერა ხელი.

Reuters-ი 23 აპრილს წერდა, რომ შეერთებული შტატები უკრაინისთვის მილიარდი დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებდა.