დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი დუმილს არღვევს და სასექსის ჰერცოგინიას, მეგან მარკლის სკანდალურ ინტერვიუს ეხმაურება.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი მწუხარებას გამოთქვამენ მარკლის მიერ გაკეთებული განცხადების გამო და ასევე შეშფოთებულები არიან.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მიუხედავად ინტერვიუში გაჟღერებული ბრალდებებისა ჰარი, მეგანი და არჩი ყოველთვის ოჯახის საყვარელი წევრები იქნებიან.
ბუკინგემის სასახლეში განცხადება ინტერვიუდან 36 საათის შემდეგ პირველად გაკეთდა.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახს სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი რასიზმსა და სიცრუეში ადანაშაულებს.
როგორც ოპრა უინფრისთან ტელეკომპანია СBS-თვის მიცემულ სკანდალურ ინტერვიუში მარკლი აცხადებს, სამეფო ოჯახმა იგი თვითმკვლელობის ზღვარზე მიიყვანა.