2 მაისის საღამოს და 3 სამი მაისის ღამეს, ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ თბილისში, გმირთა მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, 23 მოქალაქე დააკავა. ინფორმაციას რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ყველა დაკავებულს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
ცნობილია, რომ 2 მაისს გმირთა მოედანზე დაკავებულთა შორის არიან მუსიკოსები, ჯგუფ "ქვემეხის" წევრი სანდრო ქერაული და ჯგუფ Bedford Falls-ის წევრი მიხო კალანდარიშვილი.