რუსეთთან და ბელორუსთან ლატვიის საზღვრის გასწვრივ შეიქმნება სიმაგრეების ჯაჭვი - თავდაცვითი სიმაგრეები, სხვადასხვა დაბრკოლება და საბრძოლო მასალის საწყობები.
ლატვიის არმიამ უკვე დაიწყო იქ ტანკსაწინააღმდეგო თხრილების გათხრა. ამის შესახებ LSM იუწყება.
„პირველი თავდაცვითი ხაზი იქმნება რუსეთთან საზღვრიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის მაშორებით, ლუდენსკის რეგიონში, ტერეხოვოს სასაზღვრო პუნქტთან. ერთ-ერთი ელემენტი არის ტანკსაწინააღმდეგო თხრილი,“ განაცხადა ინჟინერიის ინსპექტორმა, ლეიტენანტმა პოლკოვნიკმა კასპარს ლაზდინმა.
„აქ ვჭრით გზას და ვაკეთებთ ტანკსაწინააღმდეგო თხრილს, რომ საჭიროების შემთხვევაში არ იყოს შესაძლებელი ამ გზის გასწვრივ მანქანების გადაადგილება, მათ შორის, ამ თხრილს აქვს მითითებული პარამეტრები, შესაბამისი სიღრმე და ასრულებს თავის მიზანს,“ - განაცხადა ლაზდინმა.
სამუშაო ორმხრივი შეთანხმებით მიმდინარეობს: მესაკუთრე ნებას რთავს, რომ აქ თხრილი გაითხაროს, მაგრამ პირი ინარჩუნებს სრული საკუთრების უფლებებს. პირველ რიგში, ჩვენ კონცენტრირდებით თავდაცვის პირველ ხაზზე, რომელიც გადის საზღვარზე ვგეგმავთ ტანკსაწინააღმდეგო თხრილების გათხრას, როგორც ეს ახლა ხდება აქ, შემდეგ კი „დრაკონის კბილებით“ გამაგრებას. საბრძოლო მასალის შესანახი ადგილები კვლავ უნდა განისაზღვროს რეგულაციებისა და სამხედრო აუცილებლობის შესაბამისად.
ლატვია-რუსეთის საზღვრის სიგრძე 283,6 კმ-ია. ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყეს მის გასწვრივ ღობის აშენება, მაგრამ 2019 წელს მუშაობა შეწყდა, რადგან კომპანია Igate-ის წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საქმე თაღლითობის მუხლით აღიძრა, რომელმაც ეს ობიექტი ააშენა.
ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩსმა, რომელიც შარშან აგვისტოში ეწვია საზღვარს, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერთ-ერთი ამოცანა დაწყებული სამუშაოს დასრულებაა. თითქმის ხუთი წლის შემდეგ, გალავნის მშენებლობა ახლა სამხედროებმა განაგრძეს.