USAID-ის ახალი მოსავლის პროგრამის ფარგლებში, უკრაინის სოფლის მეურნეობის სექტორის აღსადგენად და გაფართოებისთვის 250 მილიონ დოლარზე მეტი გამოიყოფა
ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დენის ბაშლიკმა 3 მაისს განაცხადა. კიევის ეკონომიკის სკოლისა და მსოფლიო ბანკის შეფასებით, რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის შედეგად უკრაინის სოფლის მეურნეობის სექტორის ზარალმა თებერვლის ბოლოსთვის 80 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა.
„პროგრამა, რომელიც დაფინანსებულია შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ, ხელს შეუწყობს მცირე მარცვლეულის და ზეთის თესლების მწარმოებლებს მათი საექსპორტო ბაზრების გაფართოებაში,“ აღნიშნა ბაშლიკმა.
„USAID Harvest-ის მიზანია, გაზარდოს სოფლის მეურნეობის ექსპორტი $1,5 მილიარდით და მოიზიდოს დამატებითი $500 მილიონი კერძო ინვესტიცია,“ განაცხადა USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილემ იზობელ კოულმანმა.
„უკრაინამ აპრილში 13 მილიონ ტონაზე მეტი პროდუქციის ექსპორტი განახორციელა - საერთო ჯამში 3,3 მილიარდი დოლარი, რაც აღემატება 2022 წლის თებერვლის მოცულობას სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე,“ განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ. გავრცელებული ინფორმაციით, ზრდა განპირობებული იყო ალტერნატიული საზღვაო დერეფნის გახსნით, ასევე, გემების დაზღვევის პროგრამებითა და სოლიდარობის ხაზების გაფართოებით.