საერთაშორისო ექსპერტები საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ღია წერილს ავრცელებენ, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველო ახლა დემოკრატიისა და ავტორიტარიზმის გზაგასაყარზეა.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მომდევნო კვირები გადამწყვეტ გავლენას მოახდენს ქვეყნის დემოკრატიასა და ტრანსატლანტიკურ გაერთიანებაზე.
წერილის ავტორები აღნიშნავენ, რომ დროა, დასავლეთი შეეწინააღმდეგოს მოკავშირის დაკარგვას.
„23 თებერვალს, უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, ნიკა მელია პოლიტიკური გაერთიანების ცენტრალურ ოფისში დააკავეს. მომდევნო კვირები გადამწყვეტ გავლენას მოახდენს ქვეყნის დემოკრატიასა და ტრანსატლანტიკურ გაერთიანებაზე. აშშ-ის და მისი ევროპელი მოკავშირეების აქტიური ჩართულობის გარეშე, საქართველოს მიერ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მიღწეულ შესანიშნავ პროგრესს შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს. იმისათვის, რომ დავეხმაროთ ქართველებს,მნიშვნელოვანია, რომ მათ გააცნობიერონ თავიანთი მისწრაფება. ტრანსატლანტიკური საზოგადოების ლიდერებმა მტკიცედ უნდა განსაზღვრონ საქართველოს მიმართ თავიანთი მიდგომა, რათა თავიდან აიცილონ ავტოკრატიაში ჩაფლობა და დასავლეთისგან დაშორება. ამისთვის კარგი დასაწყისი იქნებოდა ნამდვილი პოლიტიკური დიალოგი, ასევე, კანონის უზენაესობისადმი პატივისცემა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა.
ჩვენ, დასავლეთმა ჩვენი პოლიტიკის ცენტრში უნდა დავაყენოთ საქართველოს მოქალაქეების ლეგიტიმური ინტერესები, იცხოვრონ, დემოკრატიულ და წარმატებულ ქვეყანაში. ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიფიქროთ მათზე, ისევე როგორც ჩვენს საკუთარ რეპუტაციასა და ნდობაზე, რომ ისინი დასავლეთის მოკავშირეები არიან. საქართველო იმსახურებს მაღალ შეფასებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ლიდერთა შორის. ქვეყანამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია დემოკრატიული რეფორმებით, რაც მისი ტრანსატლანტიკური დღის წესრიგისთვის მნიშვნელოვანია. მაგალითად, 2012 წლის არჩევნებმა სამხრეთ კავკასიის ისტორიაში პირველად მოახდინა მთავრობის მშვიდობიანი ტრანზიცია, რომელიც მიუთითებს იმაზე, თუ როგორ შეუძლია პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს რუსეთის გავლენის სფეროდან გაქცევა.
აშშ-მ და მისმა ევროპულმა პარტნიორებმა ვერ მოახდინეს რეაგირება საქართველოს დემოკრატიის რეგრესის პირველ ნიშნებზე. ამიტომ, ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ თანდათან შეკვეცა ძირითადი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, მოკლევადიანი პოლიტიკური მიღწევების სანაცვლოდ. ეს მოვლენები შეშფოთებას იწვევს საქართველოს დემოკრატიულობის სანდოობისადმი და საბოლოოდ, მის გეოპოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებით. საერთაშორისო და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიუთითეს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ სახელმწიფოს მიტაცების შესახებ, რომლის ძალაუფლება მას შიდა პოლიტიკაში ბერკეტების გამოყენების შესაძლებლობას აძლევს.
შედეგად, ქართველები მოწმენი არიან სასამართლო სისტემის მზარდი პოლიტიზირების, მმართველობის დეინსტიტუციონალიზაციის და კანონის თვითნებური გამოყენების. სასამართლო სისტემაში კორუფცია შეუთავსებელია იმ ღირებულებებთან, რომლისკენაც ისწრაფვიან ქართველები და მათი მთავრობა. ახლა, როგორც არასდროს, აუცილებელია, რომ მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამაც განაახლონ მოლაპარაკებები კრიზისის მოგვარების მიზნით და განახორციელონ 8 მარტის შეთანხმება საარჩევნო რეფორმისთვის. საჭიროა საქართველოს სწორი მიმართულებით სვლა. პოლიტიკურ მეტოქეებს შორის არსებული უთანხმოების მოგვარება კიდევ უფრო ხელს შეუწყობს დემოკრატიის უკუსვლას, რომელიც აზიანებს საქართველოს ტრანსატლანტიკურ ამბიციებს.
ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-სა და ევროკავშირს, დაეხმარონ თავისუფლებისმოყვარე ქართველებს, შეაჩერონ მთავრობის ტენდენცია ავტორიტარული ქცევისკენ. ვაშინგტონმა და ბრიუსელმა უნდა მოითხოვონ არსებული პოლიტიკური დაპირისპირების მოგვარება ჭეშმარიტი პოლიტიკური დიალოგის გზით, კანონის უზენაესობის სულისკვეთების შესაბამისად", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:
წერილს ასევე ხელს აწერს 2009-2013 წლებში, საქართველოს ელჩი ავსტრიაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში.
ცნობისთვის, დღესვე, საქართველოს მეგობრებმა და სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენლებმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის შესახებ ღია წერილი გამოაქვეყნეს.