ფაშინიანი პუტინის ინაუგურაციას არ დაესწრება

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციას არ დაესწრება. შესაბამისი კომენტარი სომხეთის პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა ჟურნალისტებთან გააკეთა.


„მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩვენ, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შეხვედრაში მონაწილეობა უნდა მივიღოთ“, - აღნიშნა სომხეთის პარლამენტის სპიკერმა.

თავად ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შეხვედრაში მისი მონაწილეობა განიხილება, მაგრამ პუტინის ინაუგურაციაზე დასწრების შესახებ დასმული შეკითხვა უპასუხოდ დატოვა.


ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა ბოლო პერიოდში არაერთხელ უწოდა.