ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა ინგრიდა შიმონიტემ განაცხადა, რომ ვილნიუსი მზად არის სამხედრო პერსონალი გაგზავნოს უკრაინაში - საწვრთნელ მისიაში, მაგრამ კიევს ასეთი მოთხოვნა ჯერ არ დაუყენებია.
ამის შესახებ მან Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა. შიმონიტემ განმარტა, რომ მას აქვს პარლამენტის ნებართვა, განათავსოს ჯარები უკრაინაში საწვრთნელი მისიისთვის.
შესაბამის შეკითხვაზე საპასუხოდ მანვე განმარტა, რომ მოსკოვი ამას პროვოკაციაად განიხილავს. „რუსეთის რეაქციაზე რომ გვეფიქრა, კიევს ვერაფერს გავუგზავნით,“ განაცხადა ლიეტუვის პრემიერმა.