ლარი დოლართან და ევროსთან მკვეთრად გაუფასურდა

ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7323 ლარია. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6866 ლარი იყო.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9577 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9005 ლარს შეადგენდა. ევროს ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0572 ლარი შეადგინა. 

დღეს დადგენილი სავალუტო კურსები ხვალ, 16 მაისს შევა ძალაში. 


ბანკთაშორის ბაზარზე ვაჭრობა Bloomberg-ის საერთაშორისო სავაჭრო სისტემაში მიმდინარეობს. დადებულ გარიგებათა გათვალისწინებით გამოითვლება ლარის საშუალო შეწონილი კურსი დოლარის მიმართ, რომელიც ცხადდება ოფიციალურ გაცვლით კურსად შემდგომი დღისთვის.