ესტონეთის პარლამენტმა რუსული გაყინული აქტივების უკრაინისთვის გამოყენება დაამტკიცა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა აცხადებს, რომ პარლამენტმა აბსოლუტური უმრავლესობით დაამტკიცა კანონი, რომელიც რუსული გაყინული აქტივების უკრაინისთვის გამოყენებას ითვალისწინებს. 


„ჩვენმა პარლამენტმა აბსოლუტური უმრავლესობით დაამტკიცა კანონი, რომელიც საშუალებას მოგვცემს რუსული გაყინული აქტივების გამოყენებას უკრაინისთვის.

იმედი მაქვს, პრეზიდენტი რაც შეიძლება მალე გამოაცხადებს მას კანონად.

ჩვენ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით ევროპაში პრეცედენტის შექმნას ჩვენი ინიციატივით,“ წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ პლატფორმა X-ზე.