ნიდერლანდების მთავრობის მინისტრმა 21 მაისს განაცხადა, რომ ქვეყანა აღარ მისცემს უფლებას თავის მოქალაქეებს, ბავშვები უცხო ქვეყნებიდან იშვილონ. იურიდიული დაცვის მინისტრმა ფრანკ ვეერვინდმა განაცხადა, რომ ქვეყნებს შორის საჭირო პროცედურები უკვე დაიწყო და ამ დროისთვის გრძელდება.
გასული ნახევარი საუკუნის განმავლობაში, ნიდერლანდელმა მშობლებმა დაახლოებით 40 000 ბავშვი იშვილეს 80 ქვეყნიდან. ეს პრაქტიკა ბოლო წლებში შემცირდა: 2019 წელს მხოლოდ 145 ბავშვი იყო ნაშვილები, ეს რიცხვი 70-მდე დაეცა 2020 წელს, კოვიდ-19-ის პანდემიის დროს. ასეთია ნიდერლანდების ახალგაზრდობის დამოუკიდებელი ინსტიტუტის ანალიტიკური ცენტრის ყველაზე ბოლოდროინდელი მონაცემები.
2021 წლის თებერვალსა და 2022 წლის ნოემბერს შორის, ნიდერლანდის მთავრობამ თითქმის ორწლიანი მორატორიუმი დააწესა უცხო ქვენებიდან ბავშვის შვილად აყვანაზე.
ნიდერლანდებში შვილად აყვანის პოლიტიკა ყურადღების ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც ზრდასრულობისას, ადრე ნაშვილებმა პირებმა თავიანთი ფესვების ძებნა დაიწყეს და ხშირ შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ მათი დაბადების დოკუმენტები ან გაყალბებული იყო, ან დაკარგული, ან მათი შვილად აყვანა იყო უკანონო.