ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გრანტ შაპსმა ჩინეთი რუსეთისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებაში დაადანაშაულა. ლონდონის თავდაცვის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, შაპსმა განმარტა, რომ ის დაზვერვის ახალ ცნობებზე მიუთითებდა. მან მოუწოდა მსოფლიოს, "გამოფხიზლდნენ" არსებულ საფრთხის წინაშე. ამერიკული და ბრიტანული დაზვერვის ახალი მონაცემები ადასტურებს, რომ "ლეტალური დახმარება ჩინეთმა უკვე მიეწოდა ან მომავალში მიაწვდის რუსეთს, საიდანაც ის უკრაინაში მოხვდება“, თუმცა შაპსმა არ დააკონკრეტა ლეტალური დახმარების სპეციფიკა, რომელსაც ის გულისხმობდა.
„აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს აქვთ მტკიცებულება, რომ ჩინეთი აწვდის ან ის აპირებს, მიაწოდოს ლეტალური დახმარება რუსეთს,“ განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა გრანტ შაპსმა 22 მაისს Reuters-ის ცნობით.
კონფერენციაზე გამოსვლისას შაპსმა ასევე გაამახვილა ყურადღება რუსეთსა და ჩინეთს შორის დაახლოებაზე, ქვეყნებს შორის ვაჭრობის მოცულობა 64%-ით ზრდაზე, რაც, მისი შეფასებით, მოსკოვსა და პეკინს შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე მიუთითებს. ამ კონტექსტში გრანტ შაპსმა გაიხსენა ვლადიმირ პუტინის ბოლო ვიზიტი ჩინეთში, რაც პუტინის პრეზიდენტად მეხუთე ვადით არჩევის შემდეგ მისი პირველ უცხოურ ვიზიტად იქცა.