ჩინეთის მასშტაბური სამხედრო წვრთნების საპასუხოდ ტაივანმა სრული სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.
ჩინეთის სამხედრო წვრთნებში, რომლებიც კუნძულიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მიმდინარეობს, საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო ძალებია ჩართული.
ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ დაგმო წვრთნები და განაცხადა, რომ ჯარები გაგზავნა კუნძულის მიმდებარე ტერიტორიებზე, რომ მისი საჰაერო თავდაცვა და სახმელეთო სარაკეტო ძალები თვალყურს ადევნებდნენ სამიზნეებს და დარწმუნებულნი არიან, რომ თავისი ტერიტორიის დაცვა შეუძლიათ.
Reuters-ის ინფორმაციით, პეკინმა ტაივანის სანაპიროსთან ახლოს ე.წ. „სადამსჯელო“ წვრთნები მას შემდეგ დაიწყო, რაც სამი დღის წინ ტაივანის ახალმა პრეზიდენტმა ლაი ცინგ დემ მოვალეობის შესრულება ოფიციალურად დაიწყო. გამოცემის ცნობით, ინაუგურაციის დროს სიტყვით გამოსვლისას ცინ დემ ჩინეთს ტაივანის მიმართ ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა, რასაც ოფიციალური პეკინის გაღიზიანება მოჰყვა.