შარდენზე სროლა იყო

თბილისში, შარდენზე, ცოტა ხნის წინ, სროლა იყო.

მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ "სროლის შედეგად, ანასხლეტებით ორი ადამიანი დაიჭრა."

ამასთან, კაცი, რომელმაც სავარაუდოდ, იარაღიდან გაისროლა, პოლიციამ დააკავა.


მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს, ასევე, 239-ე მუხლით, რაც ხულიგნობას გულისხმობს.