ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა გაიმარჯვა

ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ გაიმარჯვა.

საარჩევნო უბნების თითქმის 90 პროცენტის ბიულეტენების დათვლის შემდეგ, ნაუსედამ ხმების დაახლოებით სამი მეოთხედი, 76% დააგროვა.

მისმა პოლიტიკურმა მეტოქემ და ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ინგრიდა შიმონიტემ არჩევნებში დამარცხება აღიარა.


გამარჯვების შემდეგ ნაუსედამ მხარდაჭერებს განუცხადა, რომ ის ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე მუშაობას გააგრძელებს.

საპრეზიდენტო არჩევნების ორივე კანდიდატი ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდას (მშპ-ს 2.75%-დან 3%-მდე)ემხრობა.


საპრეზიდენტო კამპანიის დროს, 2,8 მილიონიან ქვეყანაში დომინანტური ადგილი ეკავა რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის საკითხს.

ლიეტუვა ესაზღვრება რუსეთის ექსკლავას კალინინგრადის დასავლეთით და ბელორუსს აღმოსავლეთით. ნაუსედამ საზოგადოების მხარდაჭერა მოიპოვა უკრაინასთან დაკავშირებით თავისი პოზიციით და NATO-ს მოკავშირეებისადმი მოწოდებით, გააძლიერონ სამხედრო ალიანსის აღმოსავლეთ საზღვარი.


სამ ათეულ წელზე მეტი ხნის შემდეგ, რაც ქვეყანამ, ლატვიასთან და ესტონეთთან ერთად დაიბრუნა დამოუკიდებლობა, ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ უმასპინძლა უდიდეს სამხედრო წვრთნებს თავის ისტორიაში. წვრთნები ამ თვის განმავლობაში მოიცავდა კომენდანტის საათსაც ქვეყნის ორ უდიდეს ქალაქში.