შვედეთი უკრაინას $1,3 მილიარდის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

შვედეთი უკრაინას 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს.

შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პოლ იონსონმა აღნიშნა, რომ სამხედრო დახმარების პაკეტი უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას ხელს შეუწყობს.


ამ პაკეტის ფარგლებში შვედეთი უკრაინას ASC 890 სადაზვერვო და საკონტროლო თვითმფრინავს, ჯავშანტრანსპორტიორებს, Rb 99 რაკეტებს და საარტილერიო საბრძოლო მასალას გადასცემს.


ეს სამხედრო დახმარების ყველაზე დიდი პაკეტია, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე შვედეთმა უკრაინის დასახმარებლად გამოყო.