პოლიციამ ბრიუსელსა და სტრასბურგში ევროპარლამენტის შენობებში ჩხრეკა ჩაატარა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელიც დაკავშირებულია რუსული პროპაგანდის ხელშეწყობასთან. ბრიუსელში ასევე გაჩხრიკეს პარლამენტის თანამშრომლის სახლი.
ჩხრეკა ჩატარდა ნიდერლანდელი ულტრამემარჯვენე დეპუტატის, მარსელ დე გრააფ გიიომ პრადურის თანაშემწის სამუშაო ადგილზე და სახლში. ის მანამდე მუშაობდა მემარჯვენე პოპულისტური პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“, დეპუტატ მაქსიმილიან კრას ასისტენტად.
ბელგიის პროკურატურამ განაცხადა, რომ პირი შესაძლოა, მნიშვნელოვან როლს თამაშობდა დაუსახელებელი ევროპარლამენტარების კავშირში გამოცემა Voice of Europe-თან, რომელიც ევროკავშირმა სანქციების სიაში შეიტანა კრემლის ნარატივებისა და უკრაინის მოვლენების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებისთვის.
დე გრააფმა X-ში დაწერა, რომ მისი თანაშემწე არავის გაუფრთხილებია ჩხრეკის შესახებ და პოლიცია მას არ დაჰაკავშირებია.
როგორც მან განაცხადა, გამოძიება პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“, წინააღმდეგ არის მიმართული ევროპარლამენტის არჩევნების წინ. Voice of Europe-ის რედაქტორები უარყოფენ ევროკავშირის ბრალდებებს და აცხადებენ, რომ მათ მიმართ სანქციები არღვევს სიტყვის თავისუფლებას.