"ყირიმთან დაკავშირებული სანქციები შენარჩუნდება, ვიდრე რუსეთი არ დააბრუნებს ნახევარკუნძულზე უკრაინის სრულ კონტროლს", - ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ის საელჩომ განაცხადა.
როგორც საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, ისინი რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას არასდროს აღიარებენ.
"ჩვენი პოზიცია, აქ და საერთაშორისო ორგანიზაციებში, რჩება უცვლელი: ჩვენ არც ახლა და არც არასოდეს ვაღიარებთ რუსეთის მხრიდან ყირიმის ანექსიას. ყირიმთან დაკავშირებული სანქციები შენარჩუნდება, ვიდრე რუსეთი არ დააბრუნებს ნახევარკუნძულზე უკრაინის სრულ კონტროლს", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
ჯო ბაიდენი: აშშ არასდროს აღიარებს ყირიმის ანექსიას