ესტონეთის პრეზიდენტმა რუსული აქტივების კონფისკაციის კანონპროექტს ხელი მოაწერა

ესტონეთის პრეზიდენტმა ალარ კარისმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებას რუსი ფიზიკური და იურიდიული პირების გაყინული აქტივების კონფისკაციის საშუალებას მისცემს.


მედიის ინფორმაციით, ამ ნორმების შესაბამისად, ქონების ჩამორთმევა შესაძლებელია მიყენებული ზიანისათვის, თუ დადგინდება, რომ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს კავშირი აქვს უკანონო ქმედებების ჩადენასთან ან ამგვარი ქმედებების ჩადენაში თანამოწილეობასთან.


კარისმა განმარტა, რომ მხოლოდ ევროკავშირის სანქციების სიაში ყოფნა არ არის საკმარისი და კონფისკაცია მხოლოდ იმ პირებს შეეხება, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი სამხედრო აგრესიის ჩადენაში ან საომარი მოქმედებების წარმართვის წესებს არღვევენ.