თურქეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას შაჰ-დენიზის საბადოს განვითარების პირველი ეტაპის ფარგლებში აზერბაიჯანული გაზის მიწოდების გახანგრძლივების შესახებ. დოკუმენტი, რომელიც ხელმოწერილია 2025-2028 წლებში, უზრუნველყოფს ქვეყნებს შორის ნაყოფიერი ენერგეტიკული პარტნიორობის გაგრძელებას.
2021 წლის მესამე კვარტალში აზერბაიჯანმა და თურქეთმა გააფორმეს ყიდვა-გაყიდვის ახალი ხელშეკრულება, რომელიც ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენის საშუალებით, 11 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიწოდებას ითვალისწინებდა.
ხელშეკრულება, რომელიც 2021 წლის მეოთხე კვარტალიდან 2024 წლის ბოლომდე პერიოდს მოიცავს, ითვალისწინებდა 3,7 მილიარდი კუბური მეტრი გაზის წლიურ მიწოდებას Shah Deniz Stage-1-დან. ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდება დაიწყო 2021 წლის პირველ ოქტომბერს.
შაჰ-დენიზის საბადოს შესწავლის, განვითარებისა და წარმოების გაზიარების შესახებ შეთანხმება თავდაპირველად, 1996 წლის 4 ივნისს მოეწერა ხელი და ის რატიფიცირებულია 1996 წლის 17 ოქტომბერს.
2013 წელს შაჰ-დენიზის საბადოს განვითარების შეთანხმების ხანგრძლივობა 2036 წლიდან 2046 წლამდე გაგრძელდა, რაც აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის გრძელვადიან და სტაბილურ თანამშრომლობას უზრუნველყოფს.
პროექტში ჩართულია რამდენიმე მსხვილი ენერგეტიკული კომპანია, BP, როგორც ოპერატორი, 29,99%-იან წილს ფლობს, მას მოჰყვებიან Lukoil (19,99%), TPAO (19%), NIKO (10%) და SGC Upstream (21,02%).