შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტს 400-მდე ჯარისკაცი დაიცავს - მედია

შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტს ოთხი ათასამდე ჯარისკაცი დაიცავს.

გამოცემა El Mundo-ს ცნობით, 5 ივნისიდან 19 ივნისის ჩათვლით, შვეიცარიის შეიარაღებული ძალების ოთხი ათასამდე სამხედრო მოსამსახურე სამშვიდობო სამიტისთვის სხვადასხვა ამოცანას შეასრულებს. შვეიცარიის ხელისუფლება საჰაერო სივრცის დაცვის უზრუნველსაყოფად შესაბამის ზომებს აძლიერებს.

ამასთან, გარკვეული შეზღუდვები დაწესდება სამიტის ტერიტორიაზე 13-დან 17 ივნისამდე. ეს გავლენას მოახდენს არაკომერციულ ფრენებზე და დრონებისა და სხვა უპილოტო თვითმფრინავების მუშაობაზე. ტერიტორიაზე განუწყვეტლივ პატრულირებენ F/A-18-ის საბრძოლო თვითმფრინავები.

უკრაინისთვის პირველი სამშვიდობო სამიტი შვეიცარიაში, ქალაქ ბიურგენშტოკში 15-16 ივნისს გაიმართება. სამიტს, სავარაუდოდ, 160 ქვეყნის ლიდერი დაესწრება.


თეთრი სახლის განცხადებით, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი ჯეიკ სალივანი მიიღებენ მონაწილეობას უკრაინის სამშვიდობო კონფერენციაში, რომელიც მიმდინარე თვეში, 15-16 ივნისს, შვეიცარიაში გაიმართება.


თეთრი სახლი ამბობს, რომ ვიცე-პრეზიდენტი "ხაზს გაუსვამს ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის ერთგულებას, მხარი დაუჭირონ უკრაინის ძალისხმევას სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად, რომელიც დაფუძნებული იქნება უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე და გაეროს ქარტიის პრინციპებზე". ჰარისი "კიდევ ერთხელ განუცხადებს მხარდაჭერას უკრაინის ხალხს, როცა ისინი თავს იცავენ რუსეთის მიმდინარე აგრესიისგან."