არჩილ თალაკვაძე: გოჩა ლორთქიფანიძემ ისტორია შექმნა - ის პირველი ქართველია, რომელიც ჰააგის სასამართლოს მოსამართლე გახდა

„გოჩა ლორთქიფანიძემ ისტორია შექმნა - ის პირველი ქართველია, რომელიც ჰააგის სასამართლოს მოსამართლე გახდა“,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე იუსტიციის მინისტრის, გოჩა ლორთქიფანიძის ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ არჩევას.

„ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მოსამართლედ, 9 წლის ვადით არჩევით, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ ისტორია შექმნა - ის პირველი ქართველია, რომელიც ჰააგის სასამართლოს მოსამართლე გახდა.

განათლება, შრომისმოყვარეობა და სამართლიანობა მნიშვნელოვანია“,- წერს არჩილ თალაკვაძე.

ცნობისთვის, ჰააგის სასამართლოში გოჩა ლორთქიფანიძემ მოსამართლის ფიცი დადო.