რუმინეთის არმიას თავის არსენალში თურქული წარმოების Bayraktar-ის დრონები შეემატა

თურქული წარმოების Bayraktar TB2-ის ტიპის დრონები რუმინეთის სახმელეთო ჯარების არსენალში შევიდა. იტყობინება რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო. დრონების საერთო ღირებულება დაახლოებით $321 მილიონი იქნება. რუმინელი სამხედრო მოსამსახურეები პირველი საცდელი ფრენების განხორციელებას 2024 წლის ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში შეძლებენ.


2024 წლის თებერვალ-ივნისში რუმინული პერსონალის პირველ ჯგუფს თურქეთის საწარმოო ქარხანაში ტრენინგი ჩაუტარდა. უპილოტო საფრენი აპარატები რუმინეთს ეტაპობრივად, 2024 წლის ივნისში, 2024 წლის სექტემბერსა და 2025 წლის იანვარში მიეწოდება. მხარეებს შორის კონტრაქტი გასულ წელს გაფორმდა.

ცნობისთვის, თურქეთის მიერ წარმოებულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა,  მნიშვნელოვანი როლი ითამაშა უკრაინის დაცვაში, რუსეთთან მიმდინარე ომის დროს.