დავით ზალკანიანი რუსეთის  მორიგ პროპაგანდისტულ განცხადებაზე: ეს არის პროვოკაციული განცხადება. ეს არის ჰიბრიდული ომის კლასიკური მაგალითი

"ეს არის პროვოკაციული განცხადება. ეს არის ჰიბრიდული ომის კლასიკური მაგალითი, თუ როგორ ცდილობს რუსეთის ფედერაცია ასეთ მაღალ დონეზე შემოიტანოს ქართულ საზოგადოებაში დაბნეულობა", - ასე შეაფასა დავით ზალკალიანმა რუსეთის მორიგი პროპაგანდისტული განცხადება.

ზალკანიანის თქმით, დღეს საქართველოსა და მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს შორის თანამშრომლობა ყველა მიმართულებით ძალიან მაღალ ნიშნულზეა.

"ეს არის პროვოკაციული განცხადება. ეს არის ჰიბრიდული ომის კლასიკური მაგალითი, თუ როგორ ცდილობს რუსეთის ფედერაცია ასეთ მაღალ დონეზე შემოიტანოს ქართულ საზოგადოებაში დაბნეულობა, დათესოს ნიჰილიზმი და წარმოაჩინოს საკითხი ისე, რომ თითქოს საქართველოსა და მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს შორის არის აბსოლუტური შეუთანხმებლობა ყველა ძირითად საკითხზე. რა თქმა უნდა, ეს რომ ასე არ არის, ამაზე მეტყველებს კონკრეტული ფაქტები.

როგორც არასდროს, ისეთ მაღალ ნიშნულზეა საქართველოსა და მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს შორის თანამშრომლობა ყველა მიმართულებით: თავდაცვის და უსაფრთხოების, ეკონომიკური თანამშრომლობის, დემოკრატიის გაძლიერების. ამერიკა-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია სწორედ ამას მიანიშნებს და ამას მიანიშნებს ის განცხადებები, რომლებიც ვიხილეთ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან“, - განაცხადა ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოს შესახებ მორიგი პროპაგანდისტული განცხადება გაავრცელა.

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსის, სერგეი ნარიშკინის განცხადებით, აშშ-ში "ქართული ოცნებით" უკმაყოფილოები არიან. აღნიშნული ინფორმაცია რუსეთის დაზვერვის სამსახურის ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.

საგარეო უწყება რუსეთის მორიგ პროპაგანდისტულ განცხადებას ჰიბრიდული ომის გამოხატულებად აფასებს