ბლინკენი: F-16-ები უკრაინაში უკვე მიემართებიან

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ დანიიდან და ნიდერლანდიდან უკვე მიემართება უკრაინისკენ F-16 გამანადგურებლები. ბლინკენის თქმით, F-16-ები უკვე წელს ზაფხულში იფრენენ უკრაინის ცაში.


„ამასთან, უახლოეს რამდენიმე დღეში წარმოდგენილი იქნება გეგმა, რომელიც „მყარი ხიდი“ გახდება NATO-ში უკრაინის გაწევრიანებისთვის,“ წერს სააგენტო Reuters-ი.

ოთხშაბათს ასევე ცნობილი გახდა, რომ ნორვეგია უკრაინას გადასცემს ექვს F-16-ს. ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტოერემ განაცხადა, რომ F-16-ების მიწოდება 2024 წელს დაიწყება. ის, რომ ოსლო კიევს F-16-ებს გადასცემს, პრემიერ-მინისტრმა შარშან აგვისტოში გამოაცხადა, მაგრამ მაშინ არ უთქვამს, კონკრეტულად რამდენ თვითმფრინავზეა ლაპარაკი.