ვაშინგტონში, უკრაინისა და რუმინეთის პრეზიდენტებმა, ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. რუმინეთი უკრაინას Patriot-ის ტიპის სისტემებს გადასცემს და მისი ტერიტორიის გავლით ყველა საჭირო ტექნიკის სწრაფ ტრანზიტს შეუწყობს ხელს. დოკუმენტში დაზვერვისა და კონტრდაზვერვის, კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების, ასევე ჰუმანიტარული განაღმვის, სანქციების, უკრაინის აღდგენისა და რეკონსტრუქციის საკითხებსაც მოიცავს.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ აღნიშნული შეთანხმება პუნქტებს შავ ზღვასთან დაკავშირებითაც მოიცავს. კერძოდ, რუმინეთი უკრაინას შავი ზღვის განაღმვაში დაეხმარება. ასევე, რუმინეთი, მოკავშირეებთან ერთად მხარს დაუჭერს F-16-ის სასწავლო ცენტრს უკრაინელი მფრინავების მოსამზადებლად.