„NATO-ს მხარდაჭერა გაგრძელდება და ვადასტურებთ, რომ უკრაინის მომავალი NATO-შია“ - სტოლტენბერგი ზელენსკის

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის NATO-უკრაინის საბჭოს შეხვედრაზე მიესალმა.

ვაშინგტონის სამიტზე ხუთშაბათს (2024 წლის 11 ივლისს) მან ხაზი გაუსვა „უკრაინის პრაქტიკული მხარდაჭერის ძლიერ პაკეტს, მათ შორის, უსაფრთხოების გრძელვადიანი დახმარების დაპირებას“, რომელიც ოთხშაბათს (2024 წლის 10 ივლისს) შეთანხმდა.

„დღეს ჩვენ მივიღებთ შემდგომ გადაწყვეტილებებს უკრაინასთან ერთად, რაც ცხადყოფს, რომ NATO-ს მხარდაჭერა გაგრძელდება და ვადასტურებთ, რომ უკრაინის მომავალი NATO-შია“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ უკრაინა NATO-ში გაწევრიანების „შეუქცევად გზაზე“ დგას.


თავის მხრივ, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ NATO-ს მხარდაჭერა უკრაინისადმი, გადამწყვეტია რუსეთის "აგრესიის მადის" შესაჩერებლად. მისი თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ უკრაინა NATO-ში გაწევრიანდეს.


კითხვას იარაღის გამოყენების შესახებ შეზღუდვების შესახებ, ზელენსკიმ უპასუხა, რომ „თუ ჩვენ ნამდვილად გვინდა, რომ უკრაინა იყოს რუკაზე, ჩვენ უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები, ძალიან სწრაფი ნაბიჯები.“ ზელენსკი იმეორებს, რომ უკრაინა "ძალიან ახლოსაა" NATO-ში გაწევრიანების მიზანთან. „შემდეგი ნაბიჯი იქნება მოწვევა და გაწევრიანება,“ ამბობს უკრაინის პრეზიდენტი. "იმედი მაქვს, ჩვენ გავიმარჯვებთ." ის ამბობს, რომ სიტყვა "წარმატება" ხშირად არ არის მიზანშეწონილი ომში, მაგრამ უკრაინისთვისაც და NATO-სთვისაც წარმატება იქნება, თუ მისი ქვეყანა ალიანსს შეუერთდება.


აღნიშნავს რა, რომ რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, ზელენსკი ხაზს უსვამს მისი ქვეყნის გაძლიერების მნიშვნელობას, რათა აგრესიული ომები ნორმად არ იქცეს. მანვე დაამატა, რომ მოკავშირეები გაძლიერდნენ ომის მსვლელობისას.