აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში, უზრა ზეიამ თბილისში ვიზიტის შემდეგ, შეხვედრები სომხეთში განაგრძო. ერთ-ერთი ბოლო შეხვედრის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
„ინფორმაციული დისკუსია ვიცე-პრემიერ ხაჩატრიანთან, უსაფრთხოებისა და სასამართლო რეფორმების შესახებ აშშ-ის მხარდაჭერაზე. სომხეთი დიდ ნაბიჯებს დგამს ტრანსატლანტიკურ საზოგადოებასთან უკეთესი კოორდინაციისა და რეალური ცვლილებებისკენ სომეხი ხალხისთვის,“ წერს ზეია სოცუალურ პლატფორმა X-ზე.
უფრო ადრე კი, მან შეხვედრა პრემიერ ფაშინიანთან გამართა.
უზრა ზეიამ პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან შეხვედრაზე, აშშ-სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისა და სომხეთში მიმდინარე რეფორმების ძალისხმევისადმი აშშ-ის მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა.
„აშშ აფასებს ჩვენს თანამშრომლობას დემოკრატიული ინსტიტუტებისა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის გასაძლიერებლად, კორუფციასთან ბრძოლისა და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად,“ წერს უზრა ზეია.
შეგახსენებთ, სომხეთმა ძველ მოკავშირე რუსეთთან ურთიერთობის გაუარესების ფონზე, აშშ-სთან ერთად სამხედრო წვრთნები Eagle Partner-ი დაიწყო.
Eagle Partner-ი შარშანაც ჩატარდა.