აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში უზრა ზეიამ, რომელიც სომხეთში 13-16 ივლისს იმყოფებოდა, დაადასტურა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სომხეთის თავდაცვის სამინისტროსთან შეერთებული შტატების არმიის მრჩეველი იმუშავებს.
„ჩვენ მივესალმებით თავდაცვისა და სამოქალაქო უსაფრთხოების თანამშრომლობის გაღრმავებას აშშ-სა და სომხეთს შორის. ეს არის იმ სულისკვეთების ნაწილი, რომელიც ჩანს აშშ-სომხეთის ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის ისტორიულ განახლებაში,“ - განაცხადა ზეიამ სომხურ Hetq-თან ინტერვიუში.
კითხვას, არის თუ არა სომხეთის CSTO-ს წევრობა დაბრკოლება აშშ-სომხეთის თავდაცვის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის და გააძლიერებს თუ არა მას ქვეყნის შესაძლო გასვლა რუსეთის ეგიდით მოქმედი უსაფრთხოების ბლოკიდან, ამერიკელმა მაღალჩინოსანმა უპასუხა: „სომხეთის CSTO-ს წევრობა არის ის, რაც მხოლოდ სომხეთის მთავრობას შეუძლია, გადაწყვიტოს. ჩვენ პატივს ვცემთ იმას, რომ ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა გაღრმავდა, ხოლო სომხეთი რჩება CSTO-ს წევრად. შეერთებული შტატები ვერ ხედავს იმის ნიშანს, რომ რუსეთის სამხედრო ყოფნა ხელს უწყობს უფრო მშვიდობიან და სტაბილური სამხრეთ კავკასიის რეგიონის შექმნას.“
შეგახსენებთ, სომხეთმა ძველ მოკავშირე რუსეთთან ურთიერთობის გაუარესების ფონზე, აშშ-სთან ერთად სამხედრო წვრთნები Eagle Partner-ი დაიწყო.
Eagle Partner-ი შარშანაც ჩატარდა.