საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დედოფლისწყაროდან სამხრეთ-დასავლეთით 9 კმ.-ში სოფელ ლენინოვკასთან იყო.
მიწისძვრის სიმძლავრე 4.9 მაგნიტუდას შეადგენდა.