აშშ სომხეთის მხარდაჭერის ვარიანტებს განიხილავს - სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მთავარი მოადგილე

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებზე საუბრისას, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მთავარმა მოადგილემ იური კიმმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ცდილობს, დაამყაროს კავშირები ერევანსა და ბაქოს შორის, რათა ხელი შეუწყოს სამშვიდობო შეთანხმებას.

მან ასევე დაამატა, რომ აშშ განიხილავს სომხეთისთვის მხარდაჭერის სხვა ვარიანტებს, მათ შორის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.


„მიმდინარე ფინანსურ წელს დახმარება დაახლოებით 77 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე მხოლოდ ორი წლის წინ იყო. ეს თანხები მიმართული იქნება სომხეთის სტაბილურობისთვის ისეთ სფეროებში, როგორიცაა, კლიმატი და სასურსათო უსაფრთხოება, ასევე, იზოლაციიდან სომხეთის გამოყვანის მცდელობებს,“ - განაცხადა კიმმა.

ასევე წაიკითხეთ: აშშ-მ სომხეთისთვის მხარდაჭერის გაფართოების შესახებ გამოაცხადა