ყაზახეთის მთავრობამ ყველა სატრანსპორტო საშუალებით ხორბლის იმპორტის აკრძალვა 2024 წლის ბოლომდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია. ყაზახეთმა რესპუბლიკაში ხორბლის იმპორტის დროებითი აკრძალვა თავდაპირველად, 2024 წლის 12 აპრილს შემოიღო.
„სატრანსპორტო საშუალებებით ყაზახეთის ტერიტორიაზე ხორბლის შემოტანის აკრძალვა წლის ბოლომდე გაგრძელდა. კვლავ რჩება ქვეყანაში ხორბლის შემოტანის საფრთხე რუსეთის ფედერაციის საზღვრისპირა რეგიონებიდან სახმელეთო გზით. კომისიამ ასევე გაითვალისწინა მარცვლეულის მოსავლის პროგნოზები, რომელიც მოსალოდნელია ყაზახეთში გასულ წელთან შედარებით,“ ნათქვამია ინფორმაციაში.