იტალიამ და ჩინეთმა კვირას, 28 ივლისს, სამწლიან სამოქმედო გეგმას მოაწერეს ხელი. მელონის მხარეების მიერ ხელმოწერილი შეთანხმება მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაზრდას ელექტრომობილებისა და განახლებადი ენერგიის მიმართულებით.
იტალიის პრემიერ მინისტრმა, ჩინეთში მისი პირველი ვიზიტისას განაცხადა, რომ ის პეკინთან "ორმხრივი თანამშრომლობის გადატვირთვას" ცდილობს. მისი ხუთდღიანი ვიზიტი ხორციელდება რამდენიმე თვის შემდეგ, რაც იტალიამ ჩინეთის „ერთი სარტყელი და გზის ინიციატივა“ დატოვა. მელონი ჩინეთში პირველი ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის პრემიერს ლი ციანს შეხვდა.
ჩინეთში თავის ვიზიტზე საუბრისას, იტალიის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ეს არის ორმხრივი თანამშრომლობის ახალი ფაზის დაწყების სურვილის დემონსტრირება.
მიუხედავად ამისა, იტალია ჩინეთთან სხვაგვარად ძლიერი ეკონომიკური ურთიერთობების განხორციელებას ემხრობა. Stellantis-მა, მსხვილმა ავტომწარმოებელმა, რომელიც იტალიურ Fiat-ს მოიცავს, მაისში გამოაცხადა, რომ ერთობლივი საწარმო ჩამოაყალიბა Leapmotor-თან - ელექტრო მანქანების ჩინურ სტარტაპთან, რათა ევროპაში ელექტრომობილების გაყიდვა დაეწყო.
შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადება ლი ციანის ოფისმაც გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ორი ქვეყანა მიზნად ისახავს ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის გაზრდას მცირე და საშუალო ზომის წარმოებებს შორის გემთმშენებლობის, აერონავტიკის, ახალი ენერგიისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით.
„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ იტალიური მხარე იმუშავებს ჩინეთთან, რათა უზრუნველყოს უფრო სამართლიანი და არადისკრიმინაციული ბიზნეს გარემო იტალიაში,“ განაცხადა ჩინეთის პრემიერმა ლი ციანმა.
თავის მხრივ, მელონიმ ბიზნეს ლიდერებს განუცხადა, რომ ორმა მხარემ ხელი მოაწერა სამრეწველო თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მოიცავს ელექტრომანქანებს და განახლებად ენერგიას.