საქსტატის მონაცემებით, ივნისში ქვეყნის ეკონომიკა 7,5%-ით გაიზარდა

საქსტატის 2024 წლის ივნისისთვის ეკონომიკური ზრდის შესახებ წინასწარი შეფასებით, 2024 წლის ივნისში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ქვეყნის ეკონომიკა 7,5 პროცენტით გაიზარდა.


ივნისში მშპ-ს ზრდას ხელი შეუწყო შემდეგმა სფეროებმა:

  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები;
  • მშენებლობა;
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია;
  • ტრანსპორტი და დასაწყობება;
  • პროფესიული;
  • სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები.

საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, მშპ 9%-ით გაიზარდა.